ჰალეის კომეტა

ნიუტონის მეთოდების მიხედვით ედმუნდ ჰალეის შეუდგა 1682 წლის კომეტის შსწავლას.მან გამოაქვეყნა თავისი და სხვა ასტრონომების ზუსტი დაკვირვებები და შრომატევადი გამოთვლების შემდეგ გასნაზღვრა ორბიტა.ეს იყო პირველი კომეტა,რომლის ორბიტა განსაზღვრა ადამიანმა და მას შემდეგში ჰალეის კომეტა ეტოდა.ჰალეიმ შეისწავლა აგრეთვე სხვა კომეტებიც,რონლებიც კი გამოჩენილა ცაზე 1337 წლიდან 1698 წლებამდე და მათზე დაკვირვებები დაცული იყო ობსერვატორიებში.ამ შრომის შედეგად 1705 წელს გამოაქვეყნა კომეტების პირველი კატალოგი,რომელშიც მოცემულია 24 კომეტის ორბიტა.

წინათ ბევრი მეცნიერი (მათ შორის გალილეი და კეპლერიც) ფიქრობდა,რომ კომეტები მოძრაობენ სწორხაზოვნად, ე.ი. ისინი ერთხელ გამოჩნდებიან მზის სისტემაში შორეული სამყაროს სივრციდან და ისევ მიემართებიან უსასრულობაში.ნიუტონის თეორიით გამოდიოდა ,რომ კომეტებს შუძლიათ იმოძრაონ ელიფსზე,პარაბოლაზე ან ჰიპერბოლაზე.ორი უკანასკნელი მრუდი გაშლილია და ნაწილობრივ ამართლებს ძველ შეხედულებებს კომეტების ერთხელ მოახლოების შესახებ.ნიუტონს დამუშავებული ჰქონდა მათემატიკური თვალსაზრისით უფრო მარტივი შემთხვევა–პარაბოლურ ორბიტაზე მოძრაობა.სწორედ,ჰალეიმ პირველად განსაზღვრა პარაბოლური ორბიტა,რომლის რკალი მცირე დროის მონაკვეთში მცირედ განსხვავდება ელიფსის რკალისაგან.ამ შემთხვევაში კომეტის პერიოდულობა მისთვის წინასწარ არ იქნებოდა ცნობილი.ამის შემდეგ, ჰალეიმ გაშალა თავისი კატალოგი და შეამჩნია,რომ სამი კომეტის ორბიტა ძლიერ ჰგავდა ერთმანეთს.თვით ჰალეი ამის შესახებ წერდა:"ძალიან ბევრი რამ მაიძულებს ვიფიქრო,რომ 1531 წლის კომეტა იგივეა,რაც 1607 და 1682 წლებისა.ყველა ელემენტი ეთანხმება ერთმანეთს ზუსტად,მხოლოდ პერიოდების უტოლობა ეწინააღმდეგება ამ აზრს.პირველი უდრის 76 წელს და 2 თვეს,ხოლო მეორე–74 წელსა და 10,5 თვეს.მაგრამ მათ შორის სხვაობა მცირეა და არ მიეწერება ფიზიკურ მიზეზს."
ამრიგად დამტკიცდა,რომ ჰალეის კომეტა პერიოდულია და მისი პერიოდი დაახლოებით 76 წლის ტოლია.