კომეტის აგებულება

        კომეტა,იგივე კუდიანი ვარსკვლავი შედგება გულის,თავისა და კუდისაგან.
გამოირკვა,რომ კომეტის განზომილება საკმაოდ დიდია.ზოგი კომეტა თავისი მოცულობით მზეს აღემატება(მზის მოცულობა კი დედამიწის მოცულობაზე 1 300 000–ჯერ მეტია),ხოლო კუდის სიგრძე ზოგჯერ უფრო მეტად ნაკლები,ვიდრე დედამიწის მასა.1910 წელს,როცა ჰალეის კომეტამ გაიარა მზის დისკოზე,ის სრულიად გაქრა მხედეველობიდან.კომეტის გული საკმაოდ დიდი,რომ ყოფილიყო,ის მზის დისკოზე ლაქის სახით გამოჩნდებოდა.გული შედგება მყარი ბელტებისგან,რომელთა დიამეტრი დაახლოებით 100 მეტრს უდრის.მათ შორის და გარშემო მოძრაობს უფრო პატარა ბელტები,მტვრის ნაწილაკები და გაზის მოლეკულები.გულის ნამდვილი დიამეტრი ვორონცოვ–ველიამინოვის განსაზღვრით 60 კილომეტრს არ აღემატება.ამ მკვრივ გულს გარშემო არტყია კლებადი სიმკვრივის გაზის ფენები.გული და გაზის ფენები ქმნის თავს.გული და უფრო მკვრივი გაზის ფენები მზის არეკლილი სხივებით ანათებს და გვეჩვენება ერთიან კაშკაშა გულად დაახლოებით 1000კმ–ის დიამეტრით.მზესთან მიახლოებისას კომეტის გულიდან გამოიყოფა გაზის მოლეკულები,რომლებიც პირველად მზისკენ არიან მიმართული,მაგრამ შემდეგ განიზიდებიან მზის საწინააღმდეგო მხარეს და წარმოქმნის კუდს.



                                                     (ჰალეის კომეტა 1986 წელი)

 განვიხილოთ ახლა "ჩამოვარდნის" ანუ დაჯახების საკითხი.კომეტა რომ "ჩამოვარდეს",აუცილებელია,კომეტა და დედამიწა ერთად მოხვდეს მათი ორბიტების გადაკვეთოს ერთ–ერთ წერტილში ან მის საკმაო მახლობლობაში.მაგრამ ორბიტები ურთიერთაცილებადია და ერთმანეთს კვეთენ მხოლოდ მათი გეგმილები.ჰალეის კომეტის აღმავალი კვანძი დედამიწის ორბიტის გარეთ იმყოფება დაახლოებით 0,8 ასტ.ერთეულზე,დაღმავალი კვანძი კი–ორბიტის შიგნით 0,3 ასტ.ერთეულზე,ამიტომ კომეტის მყარი ნაწილის დაჯახება არ მოხდება.კუდით "დაჯახება" კი შეიძლება მოხდეს,მაგრამ ეს არავითარ ზიანს არ გამოიწვევს.ფიქრობენ,რომ 1910 წელს დედამიწამ გაიარა კიდეც ჰალეის კომეტის კუდშიდა ეს არავის შეუმჩნევია,იმდეან გაიშვიათებულია მისი ნივთიერება.შეშფოთებები ცვლიან კვანძების მდებარეობას,მაგრამ უმნშვნელოდ და შეიძლება ვთქვათ,რომ ჰალეის კომეტა საშიში არ არის დედამიწის მცხოვრებთათბის,სხვა კომეტების დაჯახება გამორიცხული არ არის და მან შეიძლება ისეთივე დაზიანება გამოიწვიოს,როგორიც დიდმა მეტეორიტმა,თუმცა ამის ალბათბა ძლიერ მცირეა.


სპექრტული ანალიზის საშუალებით გამოიკვლიეს კომეტის გარსისა და კუდის ქიმიური შედგენილობა,რომელშიც იპოვეს ციანის,ნახშირბადის,ნახშირორჯანგისა და სხვა იონიზირებული მოლეკულები(CN,C,CO). ეს გაზები მართლაც საწამლავია და საშიშია სიცოცხლისათვის,მაგრამ კომეტის კუდი და გარსი ძლიერ გაიშვიათებულია.ამიტომ ამბობენ,რომ კომეტა არის მოძრავი "არარაობა".აქედან ცხადია,არ არის იმის საშიშროება,რომ კომეტამ მოწამლოს ჰაერი და გამოიწვიოს დაავადების გავრცელება დედამიწზე.